საშობაო ფესტივალი 'გენეთლია'


2024 წლის 10-11 იანვარს გორის ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიში გაიმართა საშობაო ფესტივალი "გენეთლია".

ფესტივალს სტუმრობდნენ:

თბილისის წმინდა ექვთიმე და გიორგი ათონელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა;

ბოლნისის წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა;

ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია;

სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია;

ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია; ნიქოზის წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრე ოქროპორიძის სახელობის სკოლა;

ოზურგეთის წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის სახელობის სკოლა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლა.

ფესტივალის მიზანი გახლდათ მოზარდებში რწმენის, ზნეობისა და ეროვნულობის გაძლიერება და დღესასწაულის სიხარულის ამაღლება, რაც გამოიხატა საკონფერენციო გამოსვლებით, კონკურსებით, ნამუშევრების გამოფენით, სპორტული ღონისძიებებითა და თვითშემოქმედების წარდგენით.

მსგავსი განცხადებები: