ჭიათურაში ახალი ტაძარი ეკურთხა


2023 წლის 13 დეკემბერს, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ჭიათურაში ამავე წმინდანის სახელობის ტაძარი ეკურთხა.

ტაძარში საღვთო ლიტურგია ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

სადღესასწაულო წირვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

წირვის შემდეგ, მეუფე დანიელმა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის, შვიდი პიროვნება საპატრიარქოს სიგელით დააჯილდოვა, მათ შორის ტაძრის არქიტექტორი მალხაზ გოგატიშვილი, ხოლო 50- ზე მეტ ადამიანს საეპარქიო მადლობის სიგელი გადაეცა, ასევე დაჯილდოვდნენ ეპარქიის სასულიერო პირები.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრის საძირკველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ 2010 წელს აკურთხა.

მსგავსი განცხადებები: