მონაზვნად აღკვეცა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში


2024 წლის 1, 2 და 3 იანვარს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის (ტაბატაძე) ლოცვა-კურთხევით, სნოს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ანდრიამ (აბაიშვილი) მონაზვნებად აღკვეცა სამონაზვნეები: სიდონია ლოლაძე, რომელსაც სახელად მარიამი უწოდა, სალომე გიორგობიანი, რომელსაც სახელად ელენე უწოდა და ელისაბედ ჯაფარიძე, რომელსაც სახელად ნატალია უწოდა. აგრეთვე, სამონაზვნე გახდა მორჩილი მარიამ ჩოხელი, რომელსაც სახელად ალექსანდრა დაერქვა.

ვულოცავთ დედებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: