ურბნისისა და რუისის ეპარქიას ახალი მონასტერი შეემატა


დღეს, 2024 წლის 14 ოქტომბერს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ძამის ხეობაში დააარსა პარეხის წმინდა იოანე მოწყალის სახელობის მამათა მონასტერი და აკურთხა ამავე წმინდანის სახელობის ახლად აგებული ტაძარი.
 
დღესვე მონასტრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელ-მონაზონი შიო (უბილავა).

მსგავსი განცხადებები: