მონაზვნად აღკვეცა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში


2023 წლის 1 აპრილს, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი მარინა ჯურხაძე და მას სახელად მარიამი უწოდა.

მონაზონი მარიამი იმსახურებს ცაგერის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში.

ვულოცავთ დედა მარიამს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე.

მსგავსი განცხადებები: