კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-თეატრალური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში შედგა უწმინდესის ღვაწლის შესახებ ფილმის ჩვენება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეთნიკურად აფხაზმა მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი „სამოთხის ბილეთი“.

ღონისძიების მიზანი იყო ჩვენი სამშობლოს წინაშესაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლისა და დამსახურების კიდევ ერთხელ წარმოჩენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

წყარო და ფოტოები: დავით ფაცაციას ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

მსგავსი განცხადებები: