მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირები დააჯილდოვა


2024 წლის 14 იანვარს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სამთავისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა ატენის მამათა მონასტრის მღვდელმსახურს, იღუმენ კოზმას (გუჯაბიძე), დეკანოზის წოდება მიანიჭა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მღვდელ ირაკლი ცუცქირიძეს, ხოლო ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ლევან ჯიქური.

აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ!

მსგავსი განცხადებები: