ქართული კულტურის დღეები ამერიკაში


2024 წლის 24-25-26 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მმართველის, ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) ლოცვა-კურთხევით, პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში გაიმართა ღონისძიებების, რომლებიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

24 მაისს ფილადელფიის მერიასთან აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.

25 მაისს ეპარქიასთან არსებული ქართული კულტურის ცენტრების ორგანიზებით გაიმართა გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ:

ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიასთან არსებულ კულტურის ცენტრი ,,ივერიონი",

ნიუ ჯერსის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ხანძთელი",

ქართული კულტურის ცენტრ „დენსინგ ქრეინთან“ არსებული ანსამბლი ,,ლეგენდები",

ანსამბლი ,,ელვა",

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,საქართველო",

ირინა დენს აკადემია,

ქართული კულტურის ცენტრი ,,ფესვები",

წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი პენსილვანიაში.

26 მაისს ქალაქ პოკონოში არსებულ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღევლინა საზეიმო საღმრთო ლიტურგია და საერთო სადღესასწაულო ტრაპეზი და დაიწურა ყურძენი.

მსგავსი განცხადებები: