ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ეპარქიის ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა


დღეს, 2024 წლის 23 მაისს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა ჯრუჭის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი სვიმონი (ეზიაშვილი) და კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (შენგელია).

აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: