მღვდლად ხელდასხმა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში (21.09.2023)


2023 წლის 21 სექტემბერს, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გუდარეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ ალექსანდრეს (გოქაძე).

მღვდელმონაზონი ალექსანდრე ამავე მონასტერში იმსახურებს.

აქსიოს, ვულოცავთ მამა ალექსანდრეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ!

მსგავსი განცხადებები: