მონაზვნად აღკვეცა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში


2023 წლის 17 დეკემბერს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის (ტაბატაძე) კურთხევით, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა შიომ (მამისაშვილი) მონაზვნებად აღკვეცა თებრონია ყაულაშვილი, რომელსაც სახელად ბარბარე უწოდა და იოანა ლაგვილავა, რომელსაც სახელად ანა უწოდა, აგრეთვე მორჩილის კაბით შემოსა ციცინო ჭრელაშვილი, რომელსაც სახელად თამარი დაარქვა.

ვულოცავთ დედებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: