დეკანოზ დავით კაციტაძეს 90 წელი შეუსრულდა


საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით კაციტაძეს 90 წელი შეუსრულდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ეპარქიის სამღვდელოების თანამონაწილეობით საკათედრო ტაძარში შესრულდა პარაკლისი და გაიმართა ფეხით მსვლელობა კინოთეატრისკენ, სადაც გაიმართა ღონისძიება.

ღვაწლმოსილ სასულიერო პირს იუბილე ასევე მიულოცეს მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მრევლის წევრებმა გაიხსენეს მოძღვრის მოღვაწეობიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები.

მსგავსი განცხადებები: