ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) სასულიერო პირები დააჯილდოვა


2023 წლის 23 ნოემბერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) ეპარქიის 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის იღუმენი ზენონი (დადვანი) არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

იღუმენი ანდრია (ორმოცაძე) დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

დეკანოზები, ალექსანდრე აკოფიანი და აკაკი ლიპარტელიანი დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ!

მსგავსი განცხადებები: