კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი საღამო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში


ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) ლოცვა-კურთხევითა და ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 2023 წლის 8 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის სპორტისა დ ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე. ღონისძიბაში მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკვირაო სკოლების მოსწავლეები. შესრულდა ფოლკლორული სიმღერები, ტრადიციული საეკლესიო საგალობლები და ქორეოგრაფიული ცეკვები.

 

მსგავსი განცხადებები: