ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგის (ლიპარტელიანი) მიმართვა


შოვში მომხდარი ტრაგედიის შედაგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს

ნიკორწმინდის ეპარქიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ამჟამინდელი მონაცემებით შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე 30-მდე ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიამ უდიდესი ზიანი მიაყენა როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, ისე სრულიად საქართველოს.

მოგიწოდებთ, ერთად ვილოცოთ გარდაცვლილთა სულების საოხად და შევთხოვოთ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი.

04.08.2023

მსგავსი განცხადებები: