- 2024/11/25
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნდა განცხადება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა გელათის მოზაიკაზე, კერძოდ კი ჩვილი იესოს გამოსახულებაზე არსებული ისტორიული გრძივი ბზარის ახალ დაზიანებად წარმოჩენას და შესაბამისად, წარმოადგენდა კომიტეტის საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას. აღნიშნულ განცხადებაში კომიტეტმა მკაფიო მტკიცებულება წარადგინა, მასზედ რომ მოზაიკის ყრმის გამოსახულებაზე არსებული ბზარი ჯერ კიდევ 1991 წელს აღინიშნებოდა.
კომიტეტის მიზანი არ არის უპასუხოს ყველა იმ სუბიექტურ ბრალდებასა თუ დისკრედიტაციის მცდელობებს, რომელიც საჯარო სივრცეებში ვრცელდება, თუმცა, გარკვეული ჯგუფები ისევ აგრძელებენ ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ახალი ბრალდებების გავრცელებით, რაც იძულებულს გვხდის შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. ამჟამად, საუბარია მოზაიკის კომპოზიციის ღვთისმშობლის შესამოსელის მიმდებარედ არსებულ კიდევ ერთ ბზარზე, რომელსაც მავანნი ახალ დაზიანებად წარმოაჩენენ. პასუხად და ფართო საზოგადოების საკითხში გარკვევის მიზნით, ვასაჯაროებთ მოზაიკის კომპოზიციის ღვთისმშობლის შესამოსელის მიმდებარედ არსებული ბზარის ფოტოებს, რომლებიც 1991 და 2024 წლებშია გადაღებული, რაც ნათლად აჩვენებს აღნიშნული დაზიანების არსებობას სულ მცირე 20-ე საუკუნის დასასრულს. იხილეთ ფოტოები:
შეგახსენებთ, რომ 1991 წლის ფოტომასალა დაცულია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის არქივში.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23
- 2024/10/14
- 2024/10/26