- 2024/11/26
ამა წლის 21-23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიწვევით, საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც ეძღვნებოდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საპატრიარქო ტაძრის კურთხევის ასი წლისთავს.
საზეიმო მსახურებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა.
21 ნოემბერს გაიმართა ბულგარულ-სლავური საეკლესიო მუსიკის კონცერტი, რომლის დასასრულს სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა, უნეტარესმა ნეოფიტემ ეკლესიათა დელეგაციები საზეიმო ვახშამზე მიიღო.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკლესიის დელეგაცია პეტრიწონის ქართულ მონასტერსაც ეწვია.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23
- 2024/10/14
- 2024/10/26
- 2024/12/20