თბილისის 106-ე საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის წევრებმა ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს


ამა წლის 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, თბილისის 106-ე საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელი, დეკანოზი თეოდორე ფარნაშვილი და ამავე სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ეწვივნენ, ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და საგანგებოდ მათთვის მომზადებული მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარუდგინეს.
 
დასაფასებელია ღირებულებითი განათლების კლუბის წევრ მოსწავლეთა სურვილი და აქტივობა თავიანთი მცირე შემოქმედებით გაეხარებინათ მოხუცების გულები, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.
 
ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: