10 მცნების ფირფიტა სოტბის აუქციონზე გაიყიდა


სადავო ფირფიტა 5,04 მილიონ დოლარად გაიყიდა - შეფასებულ მაქსიმალურ ფასზე, 2 მილიონზე ორჯერ უფრო ძვირად.
 
აუქციონის სახლმა მარმარილოს ფილა ასე წარადგინა: "10 მცნების დღემდე შემონახული ყველაზე ძველი ფირფიტა", დაახლოებით გვიან რომაულ-ბიზანტიური ეპოქის. გაყიდვის წინ მან მკვლევართა ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც დაიწყეს კამათი ნივთის წარმომავლობისა და ავთენტურობის შესახებ.
 
სოტბის ინფორმაციით, არტეფაქტი 1913 წელს იპოვეს თანამედროვე ისრაელში, რკინიგზის გაყვანის სამუშაოების დროს. არ იცოდნენ რა ნივთის ღირებულება, მას ათწლეულების მანძილზე ზღურბლის ქვად იყენებდნენ.
 
მხოლოდ 1943 წელს, როდესაც მეცნიერმა იაკობ კაპლანმა შეიძინა ფირფიტა, გამოჩნდა მისი პოტენციური მნიშვნელობა როგორც სამარიტული დეკალოგისა.
 
ბევრი მკვლევარი ინტერვიუში ან პირად ბლოგში აღნიშნავს, რომ შესაძლოა ნივთი არ იყო ძველი და სოტბიმ სათანადო ყურადღება და დელიკატურობა არ გამოიჩინა ნივთის შესწავლისას.
 
სოტბიმ საკუთარი პოზიცია დაიცვა და გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ არტეფაქტის შესახებ პირველი სამეცნიერო პუბლიკაციები 1947 წელს გამოჩნდა და ამ დრომდე მის სიძველეში ეჭვი არავის შეუტანია. ასევე მეცნიერებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად ენახათ და დაეთვალიერებინათ ფირფიტა.

მსგავსი განცხადებები: