მღვდლად ხელდასხმა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში


2023 წლის 11 ოქტომბერს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ნაგუთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ალექსანდრე სარალიძეს.

მღვდელი ალექსანდრე იმსახურებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში.

აქსიოს! ვულოცავთ მამა ალექსანდრეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ!

მსგავსი განცხადებები: