გუშინ, 2023 წლის 23 აპრილს, გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი საბა (ჟღენტი).
სქემარქიმანდრიტი საბა დაიკრძალება ხუთშაბათს, 2023 წლის 27 აპრილს, 15:00 საათზე, ამავე მონასტრის წმინდა მღვდელმთავარ სპირიდონ ტრიმითუნტელის სახელობის ტაძარში.
მწუხარებას გამოვთქვამთ სქემარქიმანდრიტ საბას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ რუის-ურბნისის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული სქემარქიმანდრიტი საბა.


.jpg)






.jpg)
.jpg)
.jpg)











