გარდაიცვალა გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი მიქაელ ხიხაძე


2023 წლის 2 მაისს გარდაიცვალა გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ხიხაძე.

დეკანოზი მიქაელი დაიკრძალება ხვალ, 2023 წლის 4 მაისს, დღის 14:00 საათზე ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზი მიქაელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული დეკანოზი მიქაელი.

მსგავსი განცხადებები: