მღვდლად ხელდასხმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში


2024 წლის 19 იანვარს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) სტეფანწმინდის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერ-დიაკონი პავლე (აბურჯანია).

აქსიოს! ვულოცავთ მამა პავლეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: