კათოლიკოს-პატრიარქს ვულოცავთ დაბადებიდან 90 წელს


უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადებიდან 90 წელს.

მისი უწმინდესობა მრავალი წელია დაუღალავად გვასწავლის და გვაძლევს მაგალითს ქრისტეს რწმენის ერთგულებისა, სიყვარულისა, მადლიერებისა, მოთმინებისა, სიკეთისა, შენდობისა და ერთმანეთზე ზრუნვისა.

ვუსურვებთ უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობას, სულის სიმტკიცესა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს!

მადლობა უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მწყემსმთავარი გვარგუნა.

ინებოს ღმერთმა, რომ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქრისტეს ჭეშმარიტებისა და ქართველი ერის სულიერად განმტკიცებისკენ სავალ გზაზე.

მსგავსი განცხადებები: