გარდაიცვალა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმსახური


2024 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი იოანე სიჭინავა.

მღვდელი იოანე დასვენებულია ბათუმის წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის ტაძარში.

შაბათს, 13 იანვარს, 15:00 საათზე იგი დაიკრძალება ბათუმის მირქმის სახელობის ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ მამა იოანეს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი იოანე.

მსგავსი განცხადებები: