დიაკვნად ხელდასხმა ქუთაის-გაენათის ეპარქიაში (10.03.2024)


2024 წლის 10 მარტს ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა გაგა ძნელაძე, რომელსაც სახელად სებასტიანე უწოდა.

დიაკონი სებასტიანე იმსახურებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

აქსიოს! ვულოცავთ მამა სებასტიანეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: