გარდაიცვალა ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახური


2024 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ევსტათი ბელადიძე.

დეკანოზი ევსტათი დაიკრძალება 6 თებერვალს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ევსტათის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ალავერდის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი ევსტათი.

მსგავსი განცხადებები: