გარდაიცვალა დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი


2024 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.

დეკანოზი იოსები დაიკრძალება ხუთშაბათს, 2024 წლის 11 აპრილს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ იოსების გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი იოსები.

მსგავსი განცხადებები: