გარდაიცვალა დეკანოზი გაბრიელ ცხვარიაშვილი


2024 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა თბილისის (უზნაძის ქუჩაზე მდებარე) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ცხვარიაშვილი.
 
დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება ხვალ, 2024 წლის 22 აგვისტოს მუხათგვერდის სასაფლაოზე.
 
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გაბრიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.
 
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
 
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გაბრიელი.

მსგავსი განცხადებები: