მღვდლად კურთხევა და დიაკვნად ხელდასხმა ბოლნისის ეპარქიაში


დღეს, 2023 წლის 27 იანვარს, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის ელიას მთის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრე და პავლეს სახელობის მამათა მონასტერში მღვდლად აკურთხა დიაკონი გიორგი ჯანღღავა, ხოლო დიაკვნად დაასხა ხელი ვაჟა მჟავიას, რომელსაც სახელად გაბრიელი უწოდა.

მღვდელი გიორგი იმსახურებს თბილისში, ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხოლო დიაკონი გაბრიელი - ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში.

აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ!

 

მსგავსი განცხადებები: