გარდაიცვალა მორჩილი ნიკოლოზ ავალიანი


გარდაიცვალა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მორჩილი ნიკოლოზ ავალიანი.

მორჩილი ნიკოლოზი დაიკრძალება სამშაბათს, 2023 წლის 18 აპრილს ბებიის გვერდით.

მწუხარებას გამოვთქვამთ მორჩილი ნიკოლოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული მორჩილი ნიკოლოზი.

მსგავსი განცხადებები: