მღვდლად კურთხევა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში


2023 წლის 7 იანვარს, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა დიაკონი ლაზარე უგრეხელიძე.

მღვდელი ლაზარე იმსახურებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში.

აქსიოს! ვულოცავთ მამა ლაზარეს. ღმერთმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: