გარდაიცვალა დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი


2023 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი.

იგი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაუღალავად იღვწოდა ღვთისა და ერის სამსახურში.

მამა ალექსანდრე დასვენებულია წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში. ხვალ, 2023 წლის 31 იანვარს, 15 საათზე იგი ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ალექსანდრეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული დეკანოზი ალექსანდრე.

მსგავსი განცხადებები: