გარდაიცვალა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის არქიმანდრიტი


2023 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სოფელ ნატახტრის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სოფრონი (წულაძე).

არქიმანდრიტი სოფრონი დაიკრძალება სამშაბათს, 12 სექტემბერს.

მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ სოფრონის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ წილკნისა და დუშეთის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული არქიმანდრიტი სოფრონი.

მსგავსი განცხადებები: