სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მილოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს


მის აღმატებულებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

ბატონ ირაკლი კობახიძეს

ბატონო ირაკლი,

გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.

კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს.

ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის.

გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

09.02.2024

მსგავსი განცხადებები: