სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (07.02.2024)


მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ დღეს სამშობლოში ჩამოასვენეს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მეომრები, - ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია. ასევე გვინდა გულისტკივილი გამოვთქვათ ნიკა ჯიყაშვილის, გიორგი გორელიშვილის, ჯონი ოდიშვილის, მალხაზ კვიჟინაძის, არჩილ დევრისაშვილის, ნიკოლოზ ახვლედიანისა და ზაქარია შუბითიძის გარდაცვალების გამო.

სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს.

შევთხოვთ უფალს გარდაცვლილთა სულთა ცხონებას და ვევედრებით, რათა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა და მთელი მსოფლიო.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

07.02.2024

მსგავსი განცხადებები: