სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (03.08.2024)


ბატონ ჯემალ და გიორგი ბაღაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
 
მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა ქალბატონი მანანას გარდაცვალების გამო.
 
წავიდა ჩვენგან კეთილი, მზრუნველი, სათნო, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება.
 
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა და ქალბატონი მანანასთვის ლოცვის ძალა; მოგანიჭოთ ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ.
 
პატივისცემით,
 
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
 
03.08.2024

მსგავსი განცხადებები: