სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მილოცვა მეფე ჩარლზ III-ს


დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მეფე ჩარლზ III-ს

თქვენო უდიდებულესობავ,

საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ გაერთიანებული სამეფოს მეფედ კურთხევას.

თქვენ ბრძანდებით მე-40 მონარქი, რაც ამ სამეფოს უძველესობასა და მემკვიდრეობის უწყვეტობაზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მის სიძლიერესა და მნიშვნელობას მსოფლიო მონარქთა შორის.

ამიტომაც განსაკუთრებულია თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.

ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენი ჯვრის ღვთისსათნოდ მტვირთველობა.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მეუღლე, დედოფალი კამილა და მშვიდობით აკურთხოს თქვენი მეფობა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

10.05.2023

მსგავსი განცხადებები: