სქემაში აღკვეცა და მღვდლად კურთხევა ბოლნისის ეპარქიაში


2022 წლის 29 დეკემბერს ფიტარეთის მონასტერში მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ექვთიმემ (შავდათუაშვილი) სქემაში აღკვეცა ბერ-დიაკონი არსენი (კაკუბავა), 2023 წლის პირველ იანვარს კი ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მამა არსენი მღვდლად აკურთხა. მღვდელ-მონაზონი არსენი ფიტარეთის მონასტერში იმსახურებს.

აქსიოს! ვულოცავთ მამა არსენს. უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: