მღვდლად ხელდასხმა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში


ამა წლის 13 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ურბნისის სიონის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ შიო მჭედლიშვილს.

მღვდელი შიო იმსახურებს ქარელის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელისა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრების ჩინებულის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრებში.

აქსიოს! ვულოცავთ მამა შიოს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: