სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ იოსებ ხოხონიშვილის გარდაცვალების გამო


დიდად ვწუხვართ, რომ 58 წლის ასაკში ღვთივ განისვენა დეკანოზმა იოსებ ხოხონიშვილმა, - სიკეთით სავსემ, ქვეყნის ერთგულმა, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ღირსეულმა პიროვნებამ და მოძღვარმა.

გულითადად თანავუგრძნობთ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სასულიერო დასსა და მრევლს.

აღვავლენთ ლოცვებს დეკანოზ იოსების უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან მართალთა თანა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს, ხოლო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა, მოანიჭოს მშვიდობა და მასთან ლოცვითი ურთიერთობის მადლი.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

11.04.2024

მსგავსი განცხადებები: