ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ მღვდლად დაასხა ხელი პირველ ეროვნებით ქურთ სასულიერო პირს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში


2023 წლის 5 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მერილენდის შტატის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ მადაის (მაამდი). იგი გახლავთ პირველი ეროვნებით ქურთი სასულიერო პირი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

მღვდელ-მონაზონი მადაი იმსახურებს ოკლაჰომის შტატში, წმინდა იაკობ მოციქულის სახელობის მამათა მონასტერში.

მღვდელ-მონაზონი მადაი ათენის იოანე კაპოდისტრიასის სახელობის უნივერსიტეტის სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი, ამჟამად კი ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტია.

მას ეკუთვნის არაერთი მისიონერული ნაშრომი და ლიტურგიკული პუბლიკაცია ქურთულ ენაზე.

აქსიოს! ვულოცავთ მღვდელ-მინაზონ მადაის, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: