გარდაიცვალა მონაზონი ანთიმოზი (ჩიქოვანი)


2024 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი ანთიმოზი (ჩიქოვანი).
 
მონაზონი ანთიმოზი ამჟამად დასვენებულია მონასტერში. იგი დაიკრძალება ხუთშაბათს, 19 სექტემბერს, ვერის სასაფლაოზე.
 
მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ანთიმოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.
 
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
 
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი ანთიმოზი.

მსგავსი განცხადებები: