მღვდლად ხელდასხმა მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში (10.03.2024)


2024 წლის 10 მარტს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი გელათის სასულიერო სემინარიის მე-4 კურსის სტუდენტს, დიაკონ გაბრიელ ჭუმბაძეს.

აქსიოს! ვულოცავთ მამა გაბრიელს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: