მღვდლად ხელდასხმა სურამისა და ხაშურის ეპარქიაში (31.03.2024)


2024 წლის 31 მარტს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კრისხევის წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერ-დიაკონი იოანე (მენთეშაშვილი).

მღვდელ-მონაზონი იოანე დადგინდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წვიმოეთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

აქსიოს! ვულოცავთ მამა იოანეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: