გარდაიცვალა დეკანოზი მანუჩარ იამანიძე


2024 წლის 5 მაისს გარდაიცვალა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მანუჩარ იამანიძე.

დეკანოზი მანუჩარი დაიკრძალება დღეს, 2024 წლის 7 მაისს ხონის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ მანუჩარის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი მანუჩარი.

მსგავსი განცხადებები: