მღვდლად კურთხევა ქუთაის-გაენათის ეპარქიაში


გუშინ, 2023 წლის 12 თებერვალს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ბაგრატის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა დიაკონი მიქაელ ბოდოკია.

მღვდელი მიქაელი იმსახურებს ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრე და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში.

აქსიოს! ვულოცავთ მამა მიქაელს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ!

მსგავსი განცხადებები: