სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ირინა გიგიბერია-კვარაცხელიასა და ილარიონ (გიორგი) კვარაცხელიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს


მიიღეთ ჩვენი სამძიმარი ელიზბარის (ნიკოლოზის) გარდაცვალების გამო. მართალია, დიდია თქვენი ტკივილი, მაგრამ უნდა გაგაძლიეროთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და იგი მართლმორწმუნეთათვის სიკვდილს კი არ ნიშნავს, არამედ ჭეშმარიტი, მარადიული ცხოვრების დაწყებას, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ.

აღვავლენთ ლოცვებს ელიზბარის (ნიკოლოზის) უკვადი სულისათვის, რათა მან სამარადისო განსასვენებელი მართალთა თანა ჰპოვოს და ღვთის სავანესა შინა მყოფობით გაიხაროს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ სულიერი სიმხნე და ძალისაებრ თქვენისა მისი შეწევნისათვის ლოცვის მადლი.

ღმერთმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ, მეუფე საბა!

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

28.06.2024

მსგავსი განცხადებები: