დიაკვნად ხელდასხმა წალკის ეპარქიაში


დღეს, 2023 წლის 29 იანვარს, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წალკის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი ედუარდ ილურიძეს, რომელსაც სახელად ეგნატე უწოდა.

დიაკონი ეგნატე იმსახურებს ზემო სამგორში მდებარე წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში.

აქსიოს! ვულოცავთ მამა ეგნატეს, ღმერთმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: