გარდაიცვალა ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახური


2024 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ფარნაოზ მარგალიტაშვილი.

დეკანოზი ფარნაოზი დაიკრძალება ხუთშაბათს, 2024 წლის 1 თებერვალს ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ფარნაოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ალავერდის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი ფარნაოზი.

მსგავსი განცხადებები: